26-09-2018
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს კვლავ ითხოვს. ადგილობრივები სოფელში გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ და სტატუსის გარდა სკოლის შეკეთებას, საბავშვო ბაღის აშენებასა და გზების რეაბილიტაციას ითხოვენ.
ეს მოთხოვნები ქერეს მოსახლეობამ დღეს ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს გააცნო. ოთარ კახიძეს თქმით, მსგავსი სოფლები მთავრობისთვის პრიორიტეტული უბდა იყოს რათა ისინი მოსახლეობისგან არ დაიცალოს. ევროპული საქართველოს წევრმა ხელისუფლებას ამ მიმართულების ერთიანი გეგმის შემუშავება შესთავაზა.
19 აპრილს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს.
მთავრობის 27 მარტის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მაღალმთიან რეგიონებს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.