« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
22-12-2023
ონის ბეერშევას სახელობის პარკში ხელოვნურსაფარიანი, 7x7-ზე სტანდარტის სპორტული მოედანი მოეწყო.
ახალი სტადიონის გახსნას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი , საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი მოადგილეებთან ერთად, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ოშხერელი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ამხანაგური მატჩი საფეხბურთო სკოლა „ მამისონის“ გუნდის წევრებს შორის.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარა სპორტსმენებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადასცეს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბექა ოშხერელმა კი გამარჯვებული ფეხბურთელები წამახალისებელი თასებით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ მოედნის კეთილმოწყობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 255 999 ლარი გამოიყო.
პროექტი აკმაყოფილებს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის, მასტერ ლიგის სტანდარტებს, სადაც თამაში მიმდინარეობს 7x7-ზე, 1 მეკარისა და 6 ფეხბურთელის მონაწილეობით.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით ახალი სტადიონის გახსნა ონელ ახალგაზრდებში სპორტის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ფეხბურთის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.