22-12-2023
დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით.
ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა თხუთმეტი წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული ოცი წევრისა.
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა:
ირაკლი ღარიბაშვილი
კახა კალაძე
შალვა პაპუაშვილი
მამუკა მდინარაძე
დიმიტრი სამხარაძე
თეა წულუკიანი
ვახტანგ გომელაური
თორნიკე რიჟვაძე
გიორგი ვოლსკი
არჩილ თალაკვაძე
ირაკლი ჩიქოვანი
ანრი ოხანაშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე
მაკა ბოჭორიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი.
პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე.