26-09-2018
სამცხე–ჯავახეთში ექვსივე მუნიციპალიტეტის მონაწილეობით მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ასაშენებლად მიწა ახალციხეში, სოფელ ფარეხის ტერიტორიაზე გამოიყოფა.
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, ფარეხაში აშენდება
ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა, ტერიტორია, სადაც მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი უნდა მოეწყოს, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
„დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სამინისტროსთან იმის თაობაზე, რომ ეს ადგილი მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვიდეს. აქ წლების წინ ძაღლთსაშენი იყო და მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარიც ამ ადგილზე უნდა განთავსდება“, – გვითხრეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სამცხე–ჯავახეთში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენება ექვსივე მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადაწყდა. აღნიშნული პროექტისთვის მუნიციპალიტეტები თანხას მომავალი, 2019 წლის ბიუჯეტში გაითვალისიწინებენ, თუმცა, პროექტის ზუსტი ღირებულება ჯერ გაწერილი არ არის.