გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საგამოძიებო სამსახურმა ფსკ „დინამოს“ შესახებ განცხადება წარმოებაში მიიღო - დადგება თუ არა კლუბის დირექტორის, ზაქრო ვარაზაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი

25-12-2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოსთან“ დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების შესახებ განცხადება წარმოებაში მიიღო.


არსებული ინფორმაციით, საქმე გამომძიებელს უახლოეს დღეებში გადაეცემა.


შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების დროს, სააგენტომ ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოს“ გენერალურ დირექტორს, ზაქრო ვარაზაშვილს კონკრეტული კითხვებით არაერთგზის მიმართა, თუმცა უშედეგოდ.


როგორც სააგენტო“ნიუსპრესის“ მთავარი რედაქტორი, ალექსანდრე ჩუბინიძე აცხადებს, ზაური ვარაზაშვილის კიდევ ერთ ქმედებას, რომელსაც ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, სავარაუდოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეისწავლის.


ჩუბინიძის განცხადებითვე, უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოს“ მიმართ ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად მიღებული კიდევ რამდენიმე მასალა, რომელიც აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცემა.


მედიაჰოლდინგი „ჰორიზონტი“, საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერმანენტულად მიაწვდის.