გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ოქუაშვილი პრაქტიკულად თავის დანაშაულზე საუბრობს და უნდა გავარკვიოთ რა დანაშაული აქვს ჩადენილი

26-09-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩვენ მუდმივად ვხედავთ ჩანაწერებს, სადაც საუბრობს ორი ადამიანი, რომლებსაც “ქართულ ოცნებასთან” არანაირი შეხება არ აქვს.

"რანაირად არის ეს ჩვენთვის მძიმე სკანდალი - ოქუაშვილი ელაპარაკება ვიღაცეებს, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს, რომელთაგან არც ერთს არ აქვს შეხება “ქართულ ოცნებასთან”.

რაც შეეხება ლევან ყიფიანს, მისი მინისტრობის შემდეგ რამდენი წელი გავიდა და არანაირი შეხება მას აღარ აქვს "ქართულ ოცნებასთან". რანაირი სკანდალია ეს ჩვენთვის. პირიქით, ჩვენ ვართ დაინტერესებული მაქსიმალურად, რომ გამოიძიონ ეს საქმე, როცა ლაპარაკობს ოქუაშვილი, ის პრაქტიკულად თავის დანაშაულზე საუბრობს, გავარკვიოთ რა დანაშაული ჩაუდენია ოქუაშვილს, როცა ფულს უხდიდა ვიღაცას. ოქუაშვილიც უნდა დავიჭიროთ, პეტრეც და პავლეც, თუ ისინი არიან დანაშაულის თანამონაწილეები “-აცხადებს პარლამენტის სპიკერი.