გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორცილდება

25-12-2023

დღეს გამართულ სხდომაზე, მთავრობამ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები მოიწონა. ცვლილებების პროექტები, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა, ითვალისწინებს თევზჭერის იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღრავს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა.


„წელს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერა გახდა სისხლის სამართლებრივად დასჯადი, თუმცა მაკონტროლებელ ორგანოს -  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს გარკვეული გამოწვევები აღსრულების კუთხით, ვინაიდან, დღევანდელი რეგულაციით, საჭიროა ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ადგილზე დადასტურება, რაც გარკვეული გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბრაკონიერების მიერ  თევზჭერის უკანონო იარაღის -  ელექტროშოკური აპარატის ბრუნვა  ხდება დასჯადი და ამ მიმართულებით შემოდის საჯარიმო სანქცია იარაღის კონფისკაციასთან ერთად“,- განაცხადა  ოთარ შამუგიამ.


ბრაკონიერობასთან ბრძოლა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავება ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.


თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატის გამოიყენებით თევზის მოპოვება ბრაკონიერობაა, შეუქცევად ზიანს აყენებს გარემოს და, ამავდროულად, წარმოადგენს საფრთხეს როგორც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე, წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის. აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით უშუალოდ ბრაკონიერების ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებიც.


მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია თევზჭერის აკრძალული იარაღები და მეთოდები, თუმცა გამოიკვეთა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება.


დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება, თუ მას უშულოდ უკანონო თევზჭერის ფაქტზე დააფიქსირებენ შესაბამისი სამსახურები, ხოლო თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატის დამზადება, შენახვა, გადატანა არ ითვლება სამართალდარღვევად, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მაკონტროლებელ ორგანოს ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლაში.


საკაკნონმდებლო ცვლილებების თანახმად:


თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემაან გასხვისებაგამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.


თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღებაგამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.


ცვლილებებიკონტროლის გამკაცრებისა და უკანონო თევზჭერის პრევენციის შესაძლებლობას მისცემსროგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ასევე საპატრულო პოლიციის.