გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს ვუხდით „ქართული ოცნება“, სიმართლეს არ შეესაბამება - მამუკა მდინარაძე

25-12-2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თანახმად „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს „ქართული ოცნება“ უხდის.


მდინარაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:


„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს ვუხდით ჩვენ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, თუ ამის საჭიროება არსებობს და მათი სტრატეგიაც უცვლელი დარჩება, მზად ვართ გადავუხადოთ“, - წერს მდინარაძე ფეისბუკზე.