გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკოლოზ მანჯგალაძე: უსაფრთხო ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დაწინაურება მნიშვნელოვანია

26-09-2018

ტურისტული კომპანია „Travelshop“-ის გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ მანჯგალაძის განცხადებით, პორტალ NUMBEO-ს უსაფრთხო ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მეხუთე ადგილზე დაწინაურება საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.


„ეს რეიტინგი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აზიური ბაზრებისთვის, როგორიც არის მაგალითად, სინგაპური, კორეა, ჰონგ-კონგი და ა. შ. - რომლებიც განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მსგავსი ტიპის რეიტინგებს. მსგავსი შეფასებები ასევე მნიშვნელოვანია სკანდინავიის ქვეყნებისთვისაც“, - განაცხადა ნიკოლოზ მანჯგალაძემ.


ასევე ნიკოლოზ მანჯგალაძის შეფასებით, ზოგადად საქართველოში ტურისტული გარემო პოზიტიურია. თუმცა, მისივე თქმით, სექტორში ბევრი რამ დასახვეწია.

„ბევრი რაღაც არის დასახვეწი, სერვისი პირველ რიგში, მაგრამ ზრდადი დარგია და იმის გამო, რომ ჯერ ასე ვთქვათ, ახალი ტურისტული მიმართულება ვართ, ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ბევრი რამე დაიხვეწება“-განაცხადა ნიკოლოზ მანჯგალაძემ.