გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საგამოძიებო სამსახურის საახალწლო საქველმოქმედო აქცია

26-12-2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასაახალწლოდ, დამდეგი  შობა-ახალი წელი ტრადიციულად წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებს და მოხუცებს მიულოცეს. უწყების თანამშრომლებმა ცენტრის მზრუნველობას მოკლებული პატარებიდა  განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოხუცები მოინახულეს და საახალწლო  ნობათიგადასცეს.


საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა,უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, ცენტრში მყოფ მოხუცებს ჯანმრთელობა, პატარა აღსაზრდელებს და მოზარდებს სწავლაში წარმატება უსურვეს. ისინი საახალწლო საჩუქრებით გაახარეს და საკვები პროდუქტები, ტკბილეული, წიგნები, სათამაშოები, სასაჩუქრე კალათები, ჰიგიენის საშუალებები და პირველადი  საჭიროების სხვადასხვა ნივთი მიუტანეს.


თანადგომის და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, სოციალურად დაუცველი, მზუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის, ყოველი წლის  დასასრულს, საგამოძიებო  უწყება საქველმოქმედო საახალწლო აქციას ახორციელებს, რომელშიც საგამოძიებო სამსახურის ყველა თანამშრომელია ჩართული.