გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მოთხოვნა ძალიან დიდი გვაქვს როგორც საზაფხულო ბანაკების შემთხვევაში, ასევე, სკოლებში - ჯუანშერ ბურჭულაძე ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე

26-12-2023

ტელეკომპანია „იმედის” ეთერში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებაში ქართული ჯარის პოპულარიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.


როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია მიმდინარეობს როგორც განათლების მიმართულებით, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების კუთხით.


„ჩვენ დავაწესეთ ახალი ინიციატივით „ჯარის ბანაკები“, შევედით სკოლებში საგნით „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ძალიან საინტერესო და პოპულარულია აღნიშნული მიმართულება. მოთხოვნა ძალიან დიდი გვაქვს როგორც საზაფხულო ბანაკების შემთხვევაში, ასევე, სკოლებში. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა სკოლას მოვიცავთ წელს ან მაქსიმუმ მომავალ წელს, სადაც ჩავატარებთ აღნიშნულ საგნებს,“ - აღნიშნა მინისტრმა.


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ქართული ჯარის პოპულარიზაცია მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის დამსხვრევას, თითქოს ჯარში მსახური ცუდია:


„საზოგადოებაში არსებულ კომუნისტურ და საბჭოთა სტერეოტიპს, რომ ჯარი არის ცუდი, ჩვენ რამდენიმე წელიწადში აბსოლუტურად შევცვლით და ეს აზროვნება აღარ იარსებებს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში,”- აცხადებს ბურჭულაძე.