27-12-2023
ლანჩხუთში მთავარი ნაძვის ხე გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე აინთო. ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
მთავარ ნაძვის ხესთან ერთად განათდა ქალაქის ქუჩები. მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის, ლანჩხუთსაც გადაეცა საახალწლო ილუმინაციები.
ღონისძიება ჯგუფი ,,რეგიონის" კონცერტით დასრულდა.