გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: უნდა მოხდეს ნაცმოძრაობის პოლიტიკური ძალის გასამართლება ცივილური ფორმით - უარი უნდა ვუთხრათ ამ ძალას 2024 წლის არჩევნებში და პოლიტიკურად ანულირებულთა "ძელზე" გავკიდოთ

27-12-2023

"ნაციონალური მოძრაობა" რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა ამაზე მათი პოლიტიკური მოღვაწეობის ცხრა წლიანი ციკლი მეტყველებს, რაზეც დაწვრილებით შეიძლება საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე "ხალხის ძალის" ახალი წერილით მათ მხილებაზე, მოღალატეობრივ შეთქმულებაზე მოგახსენებთ," - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას "ნაცმოძრაობის" გასამართლების მოთხოვნით.


მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს მათი გასამართლება ცივილიზებული ფორმით. "ნაციონალური მოძრაობა" რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა ამაზე მათი პოლიტიკური მოღვაწეობის ცხრა წლიანი ციკლი მეტყველებს, რაზეც დაწვრილებით შეიძლება საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე "ხალხის ძალის" ახალი წერილით მათ მხილებაზე, მოღალატეობრივ შეთქმულებაზე მოგახსენებთ. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.


რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, აქედან ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის უმძიმესი ბრალდება, თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალი გაუფრთხილებლად დაიბომბა! ევროსაბჭოს რეზოლუციაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ საბრალდებო დასკვნას თავად მოაწერა ხელი.


ევროსაბჭოს რეზოლუციით მათ აღიარეს, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო და მეტიც, ქართულ ჯარს ის ომის დანაშაული დააბრალეს, რომელიც მას სინამდვილეში არ ჩაუდენია. ეს დოკუმენტი არის ქართული სახელმწიფოს ღია ღალატი, ეს არის ქართული სახელმწიფოს ღალატი მიხეილ სააკაშვილის მიერ წინასწარ გაყიდულ ომში და ეს არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ღირსეული ჯარისკაცისა თუ სამოქალაქო პირის, რომელიც ამ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. შემთხვევითი არ არის რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლი ამოიღო (აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს და შესაბამისი კანონი ომის დაწყებიდან ერთ თვეში, 2008 წლის სექტემბერში მიიღეს) იმავე პერიოდში ამოიღეს კონსტიტუციიდან ჩანაწერები სამშობლოს ღალატის შესახებ. ეს მოწმობს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მოღალატეობრივი პოლიტიკით შეგნებულად მოქმედებდა და მან 2008 წლის ომი ომამდე გაყიდა!


ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს და ასევე ვალდებულია სათანადოდ შეაფასოს "ნაციონალური მოძრაობის" მოღალატეობრივი ქმედება. ეს პროცესი უნდა დაიწყოს და 2024 წლისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ბრძოლით დასრულდეს. დიახ, უნდა მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ძალის გასამართლება, გასამართლება ცივილური ფორმით - უარი უნდა ვუთხრათ ამ ძალას 2024 წლის არჩევნებში და პოლიტიკურად ანულირებულთა "ძელზე" გავკიდოთ.


ამ ბრძოლაში სწორედ საარჩევნო პროცესია ერთადერთი სწორი ფორმა,რადგან არჩევნები ვარაუდის გარეშე პირდაპირ გამოხატული ნებაა ამომრჩევლისა, რომელიც ამბობს პოლიტიკურ „კი“-ს ან „არა“-ს ნდობისა თუ უნდობლობის ხარისხით. აქედან გამომდინარე, უნდა მოვემზადოთ, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა დაანახოს მავანთ პოლიტიკურად სად და რა დონეზე არიან," - წერს მეგრელიშვილი.