გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე სოხუმისა და ცხინვალის გათავისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული

27-09-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის საქმიანობის თითოეული დღე ხოსუმისა და ცხინვალის რუსული ოკუპაციისაგან გათავისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული.


ეს განცხადება მან გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 

„ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ იმ ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია სოხუმის დაცემასთან და ასევე, შეგვახსენებს, რომ ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე უნდა იყოს საბოლოოდ, მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ სოხუმი და ცხინვალი რუსული ოკუპაციისგან“,-  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მემორიალთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან არჩილ თალაკვაძესთან,  დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

 

დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა.