გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძეზე: ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თემები არსებობს, რაშიც ხაზარაძე "ნაცმოძრაობასთან“ ერთად იყო ჩართული

29-12-2023

ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თემები არსებობს, სადაც ხაზარაძე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში - „ელიტ ელექტრონიქსის“ ცნობილი საქმე, „საწვავის“ ცნობილი საქმე, „კონსტანტას“ ცნობილი საქმე და ა.შ. აუცილებელი ხომ არ არის მინისტრი ყოფილიყო, ან პარლამენტის წევრი, პირდაპირ ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, კონკრეტული ბიზნესები მიიღო სახელმწიფოს ჩარევით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ჩარევით. ასეთი რამდენიმე მსხვილი ბიზნესი არსებობს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, ოპოზიცია ზედმეტად არის დამძიმებული საკუთარი წარსული ცოდვებით.

 

„მე მგონი {ოპოზიციას} სწავლის რესურსი არ აქვთ. ამას სჭირდება ინტელექტი, გამოცდილება. ფაქტია რომ ვერ სწავლობენ, რომ შეხედავთ მათ პიარს და მათ პოლიტიკურ ნაბიჯებს. იგივე ეხება ხაზარაძეს, აშკარად ვერ სწავლობს ეს კაცი და არც აქვს სწავლის რესურსი. ერთი რომ, ინტელექტის თემაა და მეორე, ზედმეტად არიან დამძიმებული საკუთარი წარსული ცოდვებით. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.