გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

29-12-2023

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღონისძიებაზე კადეტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


საახალწლო ღონისძიებაზე კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მოზარდებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.