გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისელები ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე ყველაზე მასშტაბურ კონფერენციას AWS re:Invent - ს დაესწრნენ

29-12-2023

თიბისის ტექ გუნდი AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაემგზავრა. AWS re:Invent სასწავლო კონფერენციაა, რომელიც მასპინძლობს ღრუბლოვანი კომპიუტინგის საზოგადოებას მთელი მსოფლიოდან. აუდიტორია ინფორმაციას იღებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, სწავლებისა და სასერტიფიკაციო შესაძლებლობებზე. ტარდება 2000-ზე მეტი ტექნიკური სესია, გამოფენა და სხვა.

 

შესაძლებელი იყო დიდ ტექნოლოგიური კომპანიების, მაგალითად, Hashicor-ის, Docker-ის, RedHat-ის, Gitlab-ის, Canonical-ის წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრა და საუბარი ჩვენს კონკრეტულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე"-ალექსანდრე კვაიჭაძეTechOps-ის ლიდი.

 

re:Invent-ზე მიღებულ ცოდნას თიბისელები სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენებენ, რათა ინფრასტრუქტურის დიზაინი ბევრად უფრო მდგრადი და ხელმისაწვდომი გახადონ.

 

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლების ზოგადი ინფორმირებულობის გასაზრდელად და კომპეტენციის ასამაღლებლად მათი მსგავს კონფერენციებზე დასწრება.