გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

29-12-2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, მოადგილეებთან ერთად,  2023 წლის საქმიანობის  შედეგები შეაჯამა და სამსახურებრივი მოვალეობების წარმატებით შესრულების და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა და ვადამდელი სპეციალური წოდებები მიანიჭა.


უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ  საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალკვალიფიციური, ერთგული და კეთილსინდისიერი შრომა უაღრესად მნიშვნელოვანია საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის და გამოძიების პროცესში. სოსო რამიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ 2024 წელს საგამოძიებო სამსახურის შექმნიდან ოცი წელი სრულდება და  საგამოძიებო უწყება, როგორც წინა წლებში, კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას.


შეხვედრის დასასრულს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს გაწეული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.