გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი "ნაცმოძრაობაზე": ის პოლიტიკური ძალა და რეჟიმი, რომელზეც გვაქვს მტკიცებულებები, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების სახით, აუცილებლად უნდა გასამართლდეს

29-12-2023

 პირველ რიგში, მინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილებში და განცხადებებში რაც იყო ნათქვამი, აბსოლუტურად ყველაფერი სრულდებოდა ისე, როგორც ჩვენ ვამბობდით“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.


მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალა“ ყოველთვის შეახსენებს საზოგადოებას ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან.


„პირველ რიგში, მინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილებში და განცხადებებში რაც იყო ნათქვამი, აბსოლუტურად ყველაფერი სრულდებოდა ისე, როგორც ჩვენ ვამბობდით. საზოგადოებას რამდენიმე მაგალითს შევახსენებ: ჩვენ ვამბობდით, რომ ომი არ არის საჭირო იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და მეორე ფრონტი თავს მოხვეული და ჩვენ ეს დავამტკიცეთ იმიტომ, რომ ჩვენს გარდა, თურქეთის სახელმწიფომაც დაიწყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ პირველად ერთი წლის წინ ვთქვით, რომ ვასალური დამოკიდებულება არ არის ევროპული ღირებულება და არც ამერიკული პარტნიორობა, არამედ პარტნიორული ურთიერთობებია და ამაზე ატყდა ერთი ამბავი. ორი-სამი თვის შემდეგ თავად მაკრონმა და ერდოღანმა თქვეს, რომ ვასალურ დამოკიდებულებებს არ აპირებენ აშშ-სთან.


ჩვენ ვამბობდით, რომ მშვიდობა არის აუცილებელი და მშვიდობის პირობებში ვეხმარებით უკრაინას ყველა პლატფორმაზე და ეს არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ და მხარდაჭერა გვქონდეს უკრაინის მიმართ. ესეც დავამტკიცეთ. ახლა, ვხედავთ რომ უკრაინის მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებდნენ ომის დაწყებისკენ, თვითონ ადანაშაულებენ თავიანთ ხელისუფლებას და დასავლელ პარტნიორებს პირდაპირ ხელს ადებენ - აქაც ჩვენ აღმოვჩნდით მართლები - ესეც მესამე მაგალითი. მეოთხე მაგალითი - როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, რომ ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი აუცილებლად მისაღები იყო, აქ არ მიგვაღებინეს, მაგრამ ახლა, იღებენ ევროპარლამენტში - აქაც გავმართლდით.


ჩვენ აუცილებლად მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენ ვინარჩუნებდით იმ ობიექტურ კრიტერიუმებს და მაჩვენებლებს, რაც გვაძლევდა საშუალებას პირველ ადგილზე ვყოფილიყავით და ამავე დროს, გვეთქვა რომ თუ კანდიდატის სტატუსს ჩვენ არ მივიღებთ, ყველა შემთხვევაში ეს ევროკავშირის ბრალეულობა იქნებოდა - აქაც გავმართლდით და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რეალურად, ახლა უკვე ვხედავთ, რომ მომავალი წელი, მათი მხრიდან რა თქმა უნდა, იქნება რევანშის მცდელობის წელი (ვგულისხმობ, უცხოურ ძალებს, აქაურ ძალებს არაფრის თავი არ აქვთ). უცხოურ ძალებს ეს ყველაფერი კარგად ესმით და ამიტომ ტაქტიკას შეცვლიან. უკვე აქედანვე აწყებინებ საუბარს, ბავშვი რომ ჯერ არ დაბადებულა სახელს არქმევინებენო, ასეა არჩევნებზეც. წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არაა დაწყებული და უკვე ამბობენ რომ გაყალბდება. რატომ? იმიტომ, რომ იციან - ისინი წააგებენ ამ არჩევნებს და ემზადებიან რეალურად იმისთვის, რომ არჩევნების მეორე დღეს დაიწყონ კამპანია, რისი მცდელობაც 2020-ში ჰქონდათ, მაგრამ აქაც წარუმატებლები იქნებიან.


ამიტომაც, ჩვენ ვამბობთ - ის პოლიტიკური ძალა და რეჟიმი, რომელზეც ასევე, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ეს პოლიტიკური ძალა დამნაშავე ძალა რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს და ეს უნდა დაიწყოს არჩევნების დღის შემდგომი მომენტიდან, როდესაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის - დიახ, ეს რეჟიმი არის გასასამართლებელი. ეს თუ არ მოხდა, ყველა შემთხვევაში ოპოზიციაში არეულობა იქნება. რეჟიმები, რომლებიც გასამართლდა, ყოველთვის ისტორიამ დაიტოვა ფაქტები, რომ ეს რეჟიმები ყოფილა გასასამართლებელი. ჩვენ ამ ტაქტიკას ვირჩევთ, რომ ყოველთვის შევახსენებთ საზოგადოებას ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ ეს პოლიტიკური ძალა ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან. ამიტომაც არის აუცილებელი მისი გასამართლება. როგორც ჩვენ „ხალხის ძალა“ გავმართლდით ყველა იმ ნაწილში, რაც მე ჩამოგითვალეთ, ახლა წლის ბოლოა, მომავალ წელსაც ვიტყვით, რომ ვიყავით მართლები და აუცილებლად დაიწყება ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.