გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: მომავალ არჩევნებამდე წამოვა დიდი დოზით დეზინფორმაცია და დიდი ფულიც დაიხარჯება; ამისთვის გვინდოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ გარედან შემოტანილი ფული საზოგადოებას გაეკონტროლებინა

30-12-2023

„ჩვენი, „ხალხის ძალის“ გეგმები რა თქმა უნდა, იქნება ისევ საზოგადოებასთან ახლოს ყოფნა და მათი სიმართლით შეიარაღება“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.


როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, საზოგადოებას მომავალში, 2024 წლის არჩევნების ფონზე ყველაზე მეტად დაჭირდება უფრო მეტი სიმართლის ცოდნა, ვიდრე აქამდე იყო.


„ჩვენი, „ხალხის ძალის“ გეგმები რა თქმა უნდა, იქნება ისევ საზოგადოებასთან ახლოს ყოფნა და მათი სიმართლით შეიარაღება, ყველა პროცესში ჩართვა, ანუ ღია პოლიტიკის წარმოება.


ჩვენ, მმართველ გუნდთან არავითარი ღირებულებითი აცდენა არ გვაქვს. ერთად შეძელით, ის რაც უნდა შეგვძლებოდა. რაც შეეხება პროგნოზებს. მოდის არჩევნები. მე ვფიქრობ, საზოგადოებას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება სიმართლე, უფრო მეტის ცოდნა, ვიდრე აქამდე იყო. იმდენად ბევრი ტყუილი, სიბინძურე იქნება, ალბათ ბევრი ფულიც დაიხარჯება. ამიტომ გვინდოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ გარედან შემოტანილი ფული გაეკონტროლებინა საზოგადოებას.


ჩვენს კანონპროექტში არ იყო არავითარი აკრძალვა. მოთხოვნილი იყო მხოლოდ ინფორმირებულობა, რეგისტრაცია, რაში იხარჯებოდა გარედან შემოტანილი ფული. იგივე კანონი დაჭირდა ევროპას, ამერიკას კი დიდი ხანია აქვს, ასევე, ისრაელს - ჩვენ, კი თურმე არ გვჭირდება.


ძალიან ცუდ დღეშია ოპოზიცია, მაგრამ კარგ დღეში როგორ უნდა იყოს, როცა აბსოლუტურად იგივე წარმომადგენლობაა (საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, ძალიან მძიმე წარსულით თითოეული მათგანი). ახლა შეიძლება მევახშე გახდეს ქველმოქმედი, ან მწამებელი გახდეს მკურნალი, ან მთელი ევროპის პენსიონერების ქურდი პირდებოდეს ქართველ პენსიონერებს უფრო მეტ პენსიას. ძალიან მძიმე ვითარებაში არიან. როგორც არ უნდა გადააადგილო და სადაც არ უნდა გადაალაგო; მევახშე, მწამებელი, პენსიების ქურდი - ისინი, თავის ფერს არ კარგავენ. საზოგადოებას ჭირდება მეტი გონიერება, სიფხიზლე ვიდრე ეს იყო აქამდე“, -განაცხადა ხუნდაძემ.