გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს

30-12-2023

პარტია „ქართული ოცნების“ მე-7 ყრილობაზე, პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.


„ქალბატონებო და ბატონებო, პარტიის წესდების შესაბამისად, დღეს ჩვენ უნდა ავირჩიოთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.


წესდების თანახმად, პოლიტიკურ საბჭოში შედის 15 წევრი, ხოლო კანდიდატურებს ასახელებს პოლიტიკური საბჭოს მოქმედი შემადგენლობა.


პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, წარმოგიდგენთ განახლებულ პოლიტიკურ საბჭოს შემდეგი შემადგენლობით:


ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს პრემიერი-მინისტრი, პარტიის პოლიტიკური მდივანი;

კახა კალაძე - ქალაქ თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანი;

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

მამუკა მდინარაძე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე;

თეა წულუკიანი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი;

გიორგი ვოლსკი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ვახტანგ გომელაური - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

თორნიკე რიჟვაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე;

ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

დიმიტრი სამხარაძე - პარტიის რეგიონული მდივანი, საქართველოს პარლამენტის წევრი;

მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე“ - მიმართა ირაკლი კობახიძემ დელეგატებს.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. „ვიცი რა, პარტიის თითოეული წევრის თითოეული წევრის დამოკიდებულება ბატონი ბიძინას მიმართ, თავს უფლებას მივცემ და 42 000 წევრის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.