სამშაბათი, მაისი 06, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გერმანული „Voice”-ის გამარჯვებული აფხაზეთზე კლიპს იღებს

27-09-2018

ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს, აფხაზეთზე სიმღერა ჩაწერა. სიმღერის, სახელწოდებით „ფრთამოტეხილი მაფშალია“ ტექსტის ავტორი მამა პეტრე კოლხია, მუსიკა კი დათო არჩვაძემ დაწერა. ნათიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ კლიპს ანაკლიაში, განმუხურში, ენგურის ხიდსა და სოფელ შამგონაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან იღებდნენ.

„თავიდანვე რომ წავიკითხე სიმღერის ტექსტი, იმდენად ემოციური იყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც, ისეთი ახლო იყო ეს ისტორია ჩვენთვის, რომ დაუფიქრებლად ჩავწერე. კლიპსაც იქ ვიღებდით, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული და ყველაფერი თვალწინ მედგა“, - თქვა ნათიამ თოდუამ.

თავად მომღერალი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდანაა, სადაც 2013 წლამდე ცხოვრობდა. გვიყვება, რომ სიმღერა იმ ადამიანურ ურთიერთობებზეა, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია, დაიკარგა.

„ჩვენ ამ სიმღერით მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ეს ყველაფერი გამოსულიყო ისეთი, რომ სათქმელი გაეგვეგო ჩვენც და ენგურს გაღმა მცხოვრებ აფხაზებსაც. ეს ტკივილი და დარდი მათაც ეძღვნებათ. “, - გვითხრა მომღერალმა.


radioatinati.ge