გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: რაც კი შეიძლება ოლიგარქად წოდებას რამე თვისება სჭირდებოდეს სახეზე არცერთი გვაქვს; შესაბამისად, ეს არის სპეკულაციური, ხშირად დასპონსორებული შეფასება, რეალობა არის აბსოლუტურად სხვა

30-12-2023

„ჩვენ გვაქვს ორი პარალელური ამბავი: ერთი, ვიღაც აფასებს ოლიგარქად და ეს არის აბსოლუტურად მცდარი, სპეკულაციური, ხშირად დასპონსორებული შეფასება. რეალობა არის ერთი, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად დისტანცირებული პოლიტიკიდან, მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდა“-ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, -„ფიქრობთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ფორმალურად დაკავშირება ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე გამოწვევებს შეუქმნის?“


„დღეს, უკვე ამ მომენტისთვის ის [ბიძინა ივანიშვილი] არის პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. ის არის საპატიო თავმჯდომარე და ვერავინ შემეკამათება იმაში, რომ ამას იმსახურებს ის ადამიანი და ჩვენი პარტიისთვის დიდი პლუსი და სიძლიერეა ეს ყველაფერი.


დანარჩენი რაც კი შეიძლება ოლიგარქად წოდებას რამე ნიშანი, რამე თვისება სჭირდებოდეს, ეს სახეზე არცერთი არ გვაქვს. ოლიგარქები სხვები არიან, რომლებიც მართავენ თქვენ ტელევიზიებს, რომლებიც მართავენ პოლიტიკურ პროცესებს ოპოზიციის შიგნით, ისიც გაუნადგურდათ მაგრამ მაინც.


შესაბამისად, ეს არის სპეკულაციური, ხშირად დასპონსორებული შეფასება. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. რეალობა დღეს ნახეთ რაც არის, მათ შორის, ჩვენს ყრილობაზეც“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.