გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მებაჟე ოფიცრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

31-12-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ, ახალი 2024 წლის დადგომა საბაჟო გამშვებ პუნქტსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მყოფ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა და  საახალწლო საჩუქრები გადასცა.


„შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კეთილსინდისიერი შრომისთვის, ჩვენ  ყველა თქვენს ინიციატივას გავიზიარებთ და გვერდით დავუდგებით. მჯერა, რომ 2024 წელი წარმატებების, ქვეყნის წინსვლის და განვითარების წელიწადი იქნება“- აღნიშნა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა.