გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორის ცენტრში 7 სართულიანი კორპუსი შენდება - ფაქტი გუბერნატორთან გააპროტესტეს

27-09-2018

გორის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, 7-სართულიანი მრავალფუნქციური კორპუსი აშენდება. ამის შესახებ ნებართვა გორის მერიამ გასცა. 

კორპუსის საძირკველი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გვერდით უკვე გაიჭრა. აღნიშნულ ქუჩაზე ყველაზე მაღალი შენობა მხოლოდ უნივერსიტეტის შენობაა.

მშენებლობის ნებართვების გაცემის სამართლიანობის შესახებ, ჟურნალისტებმა საკითხი შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან დააყენეს.

,,ეს ერთადერთი ქუჩაა ქალაქის ცენტრში, რომელიც თავისი სილამაზით გამორჩეულია. ამ დროს აქ უშველებელი ბეტონის კონსტრუქციები უნდა ჩაიდგას. დაინტერესდით, ვინ გასცა ამის ნებართავა?" - განუცხადეს გუბერნატორს.

გუბერნატორმა ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ქალაქის განაშენიანებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მერია უკვე მუშაობს. დოკუმენტი მზად 2019 წლის ბოლოს იქნება.

,,მანამდე მოსწრებაზე იქნებიან" - აღნიშნეს შეხვედრაზე.

მართლაც, ქალაქის განაშენიანების გეგმის დასრულებამდე ქალაქის ცენტრში უკვე რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი აშენდა, მათ შორის, ამჟამინდელმა პარლამენტარმა იოსებ მაკრახიძემ ააშენა. მაკრახიძის ოჯახის კომპანია კიდევ ერთ კორპუსს აშენებს
.


qartli.ge