გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა!

7-01-2024

იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.


მთავრობის მეთაური ქრისტესშობას სრულიად საქართველოს ულოცავს.


"ქრისტესშობას ვულოცავ სრულიად საქართველოს!

მაცხოვრის შობა მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში გულწრფელი სიხარულით ვეგებებით და აღვნიშნავთ. იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა! უფლის წყალობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს!", - აღნიშნავს პრემიერი.