27-09-2018
ქალაქ ოზურგეთში, სარიტუალო დარბაზ "თამარიონში" გუშინ წინ მიმდინარე ქორწილის მონაწილეები მეფის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ქორწილი ფაქტიურად ჩაიშალა.
როგორც 'გურიის მოამბეს" თვითმხილველებმა უამბეს, ქორწილის ჩაშლის მიზეზი მეფის ოზურგეთის მედალფას კლინიკაში მოთავსება გახდა, საიდანაც ის მეორე დღეს გამოწერეს:
"სუფრა ახალი დაწყებუ;ლი იყო როცა მეფეს მეგობრები მიადგნენ და მათი დაჟინებული თხოვნით მაგიდიდან გამოიყვანეს, წრე შეკრეს და ჰაერში აისროლეს, შემდეგ მეორეჯერ აისროლეს, შემდეგ მესამეჯერ.. და უცებ დაავიწყდათ ასროლილი მეფე, ყველანი მობრუნდნენ და მაგიდებს მიუსხდნენ. მეფე დაეცა იატაკზე, გახდა ცუდად, ვერ სუნთქავდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც იქვე ამბობდნენ, როგორც მეფეს, ასევე მის მეგობრებს მარიხუანა ჰქონდათ მოწეული, ვინაიდან დედოფალი ქალაქ გორიდან იყო, გურულებმაც გორის მარიხუანა გასინჯეს და ის ადგილობრივზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა. მომხდარსაც გორის მარიხუანას აბრალებენ"- აცხადებს ერთ ერთი თვითმხილველი.