გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე გახარიას მიერ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების კრიტიკულ შეფასებაზე - ეს მართლა მშიშარა ლაპარაკობს ადამიანზე, რომელმაც სასტიკი რეჟიმის მოსაცილებლად სიცოცხლე გადადო

11-01-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ კრიტიკულ შეფასებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, გიორგი გახარიას არ აქვს მორალური უფლება ბიძინა ივანიშვილზე ისაუბროს.


„გახარიას უთქვამს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შიშმა დააბრუნაო.


ესე იგი, კაცი პრემიერი იყო და კრიმინალი მელიას დაჭერის ისე შეეშინდა, რომ თანამდებობიდან გაიქცა. აი, ეს მართლა მშიშარა ლაპარაკობს ადამიანზე, რომელმაც სასტიკი რეჟიმის მოსაცილებლად და ქვეყნის გადასარჩენად სიცოცხლე გადადო გვერდზე და ბოლო მოუღო სადისტებს.


ნორმალურია ახლა ეს ყველაფერი?!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.