28-09-2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები სასმელი წყლის უქონლობაზე ჩივიან.
მათი თქმით სოფელსა და დევნილთა ჩასახლებას წყლის ერთი ავზი ემსახურება. წყლის ტუმბოსთვის გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს დევნილები იხდიან, თუმცა ადგილობრივთა ნაწილი ამ თანხას არ იხდის. ამიტომ ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე სასმელი წყლის გარეშე არიან.
გარდა ამისა, დევნილები ამბობენ, ასევე მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. არ არის კეთილმოწყობილი ეზოები. დევნილების პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ცნობილია.
სოფლის რწმუნებულის ლადო ქვარცხავას თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული დევნილთა პრობლემები და გამოიყოფა თანხა წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად. ახალსოფელში აფხაზეთიდან დევნილ 40- მდე ოჯახს ბინები 2015 წელს გადასცეს.