გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარმა ნორვეგიის ელჩთან შეხვედრა გამართა

16-01-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში ნორვეგიის ელჩთან ბერგლიოტ ჰოვლანდთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და  ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.


მინისტრმა ელჩს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნო და მადლობა გადაუხადა საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის.

 

საუბარი შეეხო პროექტს „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ნორვეგიელი ექსპერტების მონაწილეობით, ინკლუზიური განათლების  მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.

 

ნორვეგიის ელჩმა დადებითად შეაფასა ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მინისტრს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.