28-09-2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო ქაცარავას განცხადებით, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს დიდი როლი აქვს.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე, თავის გამოსვლაში სწორი აქცენტები გააკეთა.
,,პრემიერ-მინისტრმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა თავისი გამოსვლის დროს გაეროში, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ელაპარაკო მსოფლიოს. პირველ რიგში მან აქცენტები გააკეთა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე, მეორეს მხრივ ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც სტაბილურ, დემოკრატიულ და უსაფრთხო ქვეყნად, რომელმაც აირჩია განვითარების და პროგრესის გზა და სწორედ ამაზე გაკეთდა აქცენტები. ამავე დროს, საქართველო არის პატარა ქვეყანა, თუმცა მას აქვს ძალიან დიდი როლი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, სწორედ ამ საკითხებს შეეხო მამუკა ბახტაძე თავის გამოსვლებში“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.