გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

Madrid Fusión: სტუმარმასპინძლობა საქართველოში მთავარი კერძია

17-01-2024

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე  Madrid Fusión-ის Facebook გვერდი საქართველოს  შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.


„საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“.


საქართველო  Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, სტუმრის სტატუსით წარდგება.


საერთაშორისო კონგრესზე,  საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.


სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე  ქართულიკერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.


Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს  ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

 

https://www.facebook.com/photo/?fbid=781998230630991&set=a.641268328037316