გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯიღაურას ხეხილოვანი კულტურების კოლექციას, 2023 წელს, ადგილობრივი და ინტროდუცირებული ხეხილის 12 ნიმუში დაემატა

17-01-2024

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, დღეისათვის, უკვე 26 კულტურის 490-მდე ჯიში, ფორმა და ნიმუშია დაცული, საიდანაც 220 ადგილობრივი და 252 ინტროდუცირებულია. ადგილობრივი და ინტროდუცირებული ხეხილის 12 ახალი ნიმუშიდან 4 ჟოლო, 3 ფსტა, 3 ტყემალი  და 2 გოჯი ბერია.


ახალი  და ადგილობრივი  ჯიშების  პოპულარიზაციის, ინტენსიური ტიპის სხვლა-ფორმირების პროგრესული  ხერხების  ფერმერულ მეურნეობებეში გავრცელების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახური აქტიურად ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს, გამოსცემს სამეცნიერო ლიტერატურას. სამსახურის მიერ, 2023 წელს, ფერმერებისთვის ონლაინ და  საველე სემინარ-ტრენინგები, სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებითვის კი საველე  დღეები მოეწყო; გამოიცა და გამოსაცემად მომზადდა პუბლიკაციები, მათ შორის, უცხოურ გამოცემებში.