გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ქართულ ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა

17-01-2024

ერთწუთიან ვიდეო რგოლები, რომლებშიც საუბარია ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზე, CNN-ის ეთერში 15 იანვრიდან 28 იანვრამდე პერიოდში განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


ტელეკომპანიის მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება ქართული ღვინის შესახებ მომზადებულმა ვიდეორგოლმა „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ განაპირობა, რომელიც CNN-ის ეთერში გასული წლის 26 ნოემბრიდან, ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული.


CNN-ის მხრიდან ქართული ღვინის ისტორიის და თანამედროვეობის მიმართ ინტერესის გამოხატვა უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.


იხილეთ ვიდეორგოლების ბმულები
https://www.facebook.com/nationalwineagency/videos/689667106364971
https://www.facebook.com/nationalwineagency/videos/645004420972157