გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულებიდან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია

5-12-2017

ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. 

თენგიზ კალანდია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით  თენგიზ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი მოსწავლეების მამაა, რომელმაც მძიმე დანაშაულის შესახებ შვილებისგან შეიტყო, თუმცა დანაშაული დამალა და შვილები შემთხვევის ადგილიდან საკუთარი მანქანით წაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  კალანდია უწყებაში ნამდვილად მუშაობდა თუმცა ის მუშაობდა საფინანსო სამსახურში და დაპატიმრების მომენტში კადრების განყოფილების განკარგულებაში იყო. 

პროკურატურის ცნობით, ისინი აქტიური ქმედებებით შეეცადნენ დანაშაულის კვალის დაფარვას, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების გადამალვას და განადგურებას, ასევე ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ-ს მიმალვას.

 

"აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით (დანაშაულის დაფარვა) წარედგინათ.

 ბრალდებულთაგან 3 პირი დაკავებულია, ხოლო 2 პირის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რის გამოც მათი დაკავება არ მოხდა. კერძოდ, ერთი მათგანი არის 17 წლის და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კანონი არ ითვალისწინებს მის დაკავებას, ხოლო მეორე პირი არის 21 წლამდე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მისი მამა.

 წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

წყარო: "პრაიმტაიმი"