გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეკა სეფაშვილი: არ გამოვრიცხავ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა - 2030-მდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

18-01-2024

„ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობის შენარჩუნება არის ის ორი ძირითადი მაგისტრალი, რასაც მმართველი ძალის დეოკუპაციის პოლიტიკა ემყარება“ , - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი, რომ შესაძლოა საქართველომ 2030 წლისთვის ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, სრულიად მოსალოდნელია, რომ გამართლდეს.


„შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 2015 წელს, როცა ეკონომიკური ჯგუფის მიმართულებებს განსაზღვრავდა, თქვა, რომ 2030 წელს საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდებოდა. სხვათა შორის, ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებით დამტკიცდა. ვუყურებთ საქართველოს შთამბეჭდავ, ეკონომიკურ ზრდას და, ამავდროულად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისათვის მშვიდობიანი პოლიტიკა გვაქვს გამოცხადებული. ყველაფერს ამას თუ დავაჯამებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველო ეკონომიკურად იმდენად მიმზიდველი გახდება პოლიტიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების, მშვიდობის დაცვის სფეროში, ასევე, კეთილდღეობის გაზრდისა და შენარჩუნების თვალსაზრისით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც ძალიან მიმზიდველი იქნება ჩვენს სივრცეში დაბრუნება. ასევე, რუსეთს, ამასთან დაკავშირებით, ალბათ, მოუწევს გარკვეულ კომპრომისზე წასვლა.


ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობის შენარჩუნება არის ის ორი ძირითადი მაგისტრალი, რასაც ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკა ემყარება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.