გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: ოპოზიციის განცხადებები ბოლო ორ ვიზიტთან (განსაკუთრებით ჩინეთთან) დაკავშირებით, მოწმობს იმას, რომ ყველაფერი რაც საქართველოს პროგრესს, განვითარებას შეეხება მათთვის არის მიუღებელი

18-01-2024

„მე ვეთანხმები ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ოპოზიცია ნამდვილად ჩამოშლილია და სამწუხაროა, რომ ქვეყანას არ ჰყავს ისეთი ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის განვითარებით იქნება დაინტერესებული“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ისაუბრა მედიასთან.


მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები მოწმობს იმას, რომ ყველაფერი რაც საქართველოს პროგრესს, განვითარებას შეეხება მათთვის არის მიუღებელი.

„მე ვეთანხმები ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ოპოზიცია ნამდვილად ჩამოშლილია და სამწუხაროა, რომ ქვეყანას არ ჰყავს ისეთი ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის განვითარებით იქნება დაინტერესებული.


ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი განცხადებები, თუნდაც ამ ბოლო ორ ვიზიტთან დაკავშირებით (განსაკუთრებით ჩინეთთან) განცხადებები მოწმობს იმას, რომ ყველაფერი რაც საქართველოს პროგრესს, განვითარებას შეეხება მათთვის არის მიუღებელი.


ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმას, რომ ოპოზიცია იყო ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი - ამის არაერთი აღიარება მოვისმინეთ.


ამაში მთელი ოპოზიციური სპექტრი მონაწილეობდა, ის ადამიანები, ვინც საზღვარგარეთ დადიოდნენ, ბრიუსელის კაბინეტებში და ამას ითხოვდნენ პირდაპირ, ცნობილი თუ არაცნობილები, ღიად იყო ეს თუ დაფარულად ითხოვდნენ საქართველოსთვის სტატუსის არ მინიჭებას, ჩვენ გვქონდა ამაზე ინფორმაცია. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი ამას პირდაპირ ღია ეთერში აცხადებდნენ (გვახსოვს რამდენიმე მათგანი). ბოლო პერიოდში, როდესაც გარდამტეხი მომენტი იყო და ზუსტად ვიცოდით, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, მაშინ პირდაპირ და აშკარად გადავიდნენ თავიანთი თანაგუნდელების დასმენაზე, თქვეს (პირდაპირ აღიარეს) -კი იყო საუბარი, რომ სტატუსი არ უნდა მიეღო ქვეყანას.


ქვეყანამ, რა თქმა უნდა, სტატუსი მიიღო დამსახურებულად იმიტომ, რომ ჩვენ ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ და გაცილებით კარგად, ვიდრე სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა (თუნდაც უკრაინამ, მოლდოვამ).


ჩვენ მივიღეთ ეს სტატუსი ღირსეულად. იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენ ცალ ფეხზე დგომით არ მიგვიღია ეს სტატუსი. ჩვენ შევძელით, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, არამარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების და მშვიდობის თვალსაზრისით. სწორედ ეს არის ის, რომ ჩვენ ღირსებით მივაბიჯებთ იმ დასავლური ღირებულებების დასაცავად და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ, რომელიც ეფუძნება იმ ღირებულებებს, რაც ჩვენი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სეფაშვილმა.