გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო; ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, - 7%

18-01-2024

ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, - 7%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება.


„დიდი მადლობა! უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. მეც მინდა შევუერთდე თქვენს მილოცვას და ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ ვუჩიჩს, მივულოცო ეს დიდი გამარჯვება.


საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა ქვეყნის ეკონომიკა და ამჟამად მივიჩნევით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელ მსოფლიოში.


ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, - 7%. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 1 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზე იყო. წელს ველით, რომ 5 პროცენტზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეს ძალიან კონსერვატიული შეფასებაა. ამიტომ, ძალიან კარგი, სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში, პოლიტიკურადაც სტაბილურია საქართველო.


თქვენ ვაჭრობა ახსენეთ, და ეს მიმართულებაც, ზოგადად ყველაფერი, ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ვაფართოებთ სავაჭრო ურთიერთობებსა და კავშირებს.


ასევე მინდა ვახსენო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო გასულ წელს. ეს განსაკუთრებით ასეა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული გასული წლის დეკემბერში და საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ახლა უკვე, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ველით საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.