გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს, იმედია, ამ ფაქტზე რეაგირება იქნება

19-01-2024

მივმართავ სახალხო დამცველს, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს, იმედი მაქვს, რომ მას ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტს აქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი.

 

„ფაქტობრივად, გაუგონარი რაღაც ხდებოდა. რეალურად, მილიონობით მორწმუნეს, თქვენ, მე და სხვებს გვითხრეს, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ რუსულ დღესასწაულს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ამას კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები ამბობდნენ, მათ შორის ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, რომელიც არის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი.

 

ამიტომ, მე სახალხო დამცველსაც მინდა, მივმართო, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა ეს არის ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა, როგორ იღებს ამას, მათ შორის ლევან იოსელიანი, როგორც ქრისტიანი ადამიანი? მასაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც თქვენ, მე და მილიონობით ქართველ მორწმუნეს, როდესაც გვითხრა, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ არა ქრისტეშობას, არამედ ფაშისტურ რაღაც დღესასწაულს, რომელიც არის ანტიდასავლური სიბრიყვე. ის სიტყვასიტყვით ამას ამბობდა და ამას გვეუბნება ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, იმედია, ომბუდსმენს ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნება.

 

„მე საჯაროდ მივმართავ სახალხო დამცველს, არ ვიცი ეს ტოლერანტობის ცენტრის შინაარსი და შემადგენლობა რა არის, მაგრამ როდესაც მას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც რელიგიურ შეუწყნარებლობას იჩენს და რომელიც, პირდაპირ ანტიევროპული რადიკალიზმით არის დაკავებული და ეს მისი ერთადერთი განცხადება არ არის. ის გამოირჩევა ქართული ეკლესიის, მათ შორის პატრიარქის მიმართ მტრული რიტორიკით. რა თქმა უნდა, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს.

 

ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც პარლამენტისთვის, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტზე მას შესაბამისი რეაგირება ექნება. ამ ისტერიამ, რაც შეიქმნა ხატთან და შობის თარიღთან დაკავშირებით, მიგვიყვანა იქამდე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ადამიანმა გაბედა და ეკლესიაში შეურაცხყო ხატი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ სტუმრობისას.