გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოზარ სუბარი ჩინეთის საკითხზე: ჩვენი ძალიან ბევრი ფსევდო მოაზროვნე და ფსევდო პოლიტიკოსი დარჩა 90-იანი წლების პირველი ნახევრის მოცემულობაში, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და გაჩნდა ერთპიროვნული დასავლური სამყაროს დომინაცია

20-01-2024

„თუ უფრო გლობალურად შევხედავთ, იგივე ინდოეთი, რომელსაც, როგორც ეკონომიკურ სახელმწიფოს არავინ არაფრად არ აგდებდა 15-20 წლის წინ, დღეს არის მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკა ნომინალში და შარშან მსყიდველუნარიანობის პარიტეტით გახდა მსოფლიოს მესამე ეკონომიკა“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.


მისი თქმით, ეკონომიკური მასშტაბით, ნომინალით ჩინეთი არის მსოფლიოს მეორე ეკონომიკა და დაახლოებით 2027-28 წლისთვის (პროგნოზების მიხედვით) გახდება პირველი ეკონომიკა.


„რა შეეხება ჩინეთს და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკა გაიზარდა თითქმის 800%-ით (ყველზე დიდი ზრდა აქვს).


ეკონომიკური მასშტაბით, ნომინალით ჩინეთი არის მსოფლიოს მეორე ეკონომიკა და დაახლოებით 2027-28 წლისთვის (პროგნოზების მიხედვით) გახდება პირველი ეკონომიკა. თუმცა, მსყიდველუნარიანობის პარიტეტით, ანუ იმ ფულით, რასაც იყიდი, უკვე ძალიან დიდი ხანია - 2016 წლიდან არის მსოფლიოს პირველი ეკონომიკა და ძალიან შორს ჩამოიტოვა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი მთლიანად.


დედოლარიზაციამდე ალბათ ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი ექნებათ გადასადგმელი იმ ქვეყნებს, რომლებისთვისაც ეს არის მიზანი, თუმცა პროცესი უკვე დაწყებული აქვთ. თუ უფრო გლობალურად შევხედავთ, იგივე ინდოეთი, რომელსაც, როგორც ეკონომიკურ სახელმწიფოს არავინ არაფრად არ აგდებდა 15-20 წლის წინ, დღეს არის მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკა ნომინალში და შარშან მსყიდველუნარიანობის პარიტეტით გახდა მსოფლიოს მესამე ეკონომიკა. ანუ შეერთებული შტატების და ჩინეთის შემდეგ არის მესამე ეკონომიკა. ინდოეთი უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება, ვიდრე ჩინეთი, შესაბამისად ძალიან მალე ნომინალითაც გახდება მსოფლიოს მესამე ეკონომიკა და თუ ზრდის ეს ტემპი გააგრძელა, დიდი შანსია, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს შეეცილოს პირველობისთვის ბროლაში. აი ეს მოცემულობა გვაქვს. ჩვენი ძალიან ბევრი პოლიტიკოსი 90-ანი წლების პირველი ნახევრის მოცემულობაში დარჩა, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და გაჩნდა ერთპიროვნული დასავლური სამყაროს დომინაცია, არავის არაფერს რომ არ ეკითხებოდა დასავლეთი. ჩვენი ძალიან ბევრი ფსევდო მოაზროვნე და ფსევდო პოლიტიკოსი დარჩა იმ მოცემულობაში, თუმცა პოლიტიკოსს ვერ უწოდებ ადამიანს, რომელიც ასეთი კატეგორიებით აზროვნებს“,-განაცხადა სუბარმა.