გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

Madrid Fusión: ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს ჩვენი სტუმარია

22-01-2024

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის Madrid Fusión საქართველოს  შესახებ Facebook გვერდზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.


 „ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს Madrid Fusión-ის კონგრესს ეწვევა. საქართველო წელს ჩვენი სტუმარი ქვეყანაა, ტურისტული მიმართულება რომელიც მოგაჯადოებთ. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც  სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“.


საქართველო  Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს,   სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. 


სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე  ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.


Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს  ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

 

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=786703513493796&id=100064624636255&mibextid=WC7FNe