გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ისევ უცხოური ფულით დაფინანსებული ანტიეროვნული პოლიტიკა ახლა უკვე ჩინეთ-საქართველოს პარტნიორობის წინააღმდეგ

22-01-2024

„უკვე მერამდენედ, საქმე გვაქვს უცხოური ფულით დაფინანსებულ ანტიეროვნულ პოლიტიკასთან. ამ შემთხვევაში, თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს იცავს საქართველოში და აკრიტიკებს ჩინეთს,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც გამოეხმაურა საქართველოში წარმოებულ ანტიჩინურ კამპანიას. როგორ მის პოსტშია აღნიშნული, კამპანია პირდაპირ უპირისპირდება საქართველოსა და ჩინეთის ახალ სტრატეგიულ თანამშრომლობას.

 

„თინა ხიდაშელის განცხადება ჩინეთის წინააღმდეგ რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება, ამაზე თავად ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობენ. როგორც გაირკვა, მისი ორგანიზაცია თურმე ტაივანიდან ფინანსდება, რაზეც თავად ხიდაშელისგან ჯერ განმარტება არ მოგვისმენია. უკვე მერამდენედ, საქმე გვაქვს უცხოური ფულით დაფინანსებულ ანტიეროვნულ პოლიტიკასთან.

 

ამ შემთხვევაში, თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს იცავს საქართველოში და აკრიტიკებს ჩინეთს, ანუ, პირდაპირ უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის ახალ სტრატეგიულ თანამშრომლობას. ეს ურთიერთობები კი საქართველოს ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ასევე, ჩინეთის მზაობით, იმედი გაჩნდა ჩვენი მრავალწლიანი შიდა კონფლიქტების დარეგულირების და ქვეყნის გაერთიანების.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ წარდგენილი კანონი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც რუსულად მონათლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ინტერესებში არ შედიოდა გამჭვირვალობა.

 

მათი მიზანია, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, გაატარონ სხვა ქვეყნის ინტერესები საქართველოში, რაშიც კოლოსალურ თანხებს იღებენ. ჩინეთის გამოჩენამ ახალ პოლიტიკურ ორბიტაზე მოსვენება დაუკარგა რიგ სახელმწიფოებს და მათი პოლიტიკის გამტარებლებს საქართველოში. სამაგიეროდ, ქვეყანამ შეიძინა უძლიერესი პარტნიორი უდიდესი პერსპექტივებით. ეს პერსპექტივა საქართველოს ეკონომიკური წინსვლა და გამთლიანებაა,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.