გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მაია ომიაძე: ახალი ფესტივალი „გიზ-გიზი“ხელს შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე საერთაშორისო მოგზაურების ჩამოსვლას საქართველოში

23-01-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე პროექტს „გიზ-გიზს“ იწყებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ფესტივალი ზამთრის კურორტებზე  ხელს შეუწყობს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას. 


„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ზამთრის ფესტივალი „გიზ-გიზი“ სტარტს იღებს.  ფესტივალი ოთხივე ზამთრის კურორტზე სეზონის განმავლობაში გაიმართება.  დამსვენებლებს, მოგზაურებს საშუალება ექნებათ კურორტებზე სრიალის შემდეგ ფესტივალზე დატკბნენ მუსიკით. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გასართობი სივრცეები როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. სპეციალურად მოწყობილ ადგილებში მეწარმეები შეძლებენ თავიანთი პროდუქცია შესთავაზონ ტურისტებს.  ვფიქრობ ეს ხელს შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე საერთაშორისო მოგზაურების ჩამოსვლას. მსგავსი ფესტივალები აპრობირებულია საერთაშორისო სათხილამურო კურორტებზე, ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით მსოფლიო ტრენდებს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ზამთრის კურორტებზე“,-აცხადებს მაია ომიაძე.


ფესტივალი „გიზ-გიზი“2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს  გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.