გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2023 წელს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 36 ათასზე მეტი ნერგის და 700 ტონაზე მეტი სათესლე მასალის სერტიფიცირება განახორციელა

23-01-2024

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, 2015 წლიდან, თესლის, 2017 წლიდან კი, სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესს ახორციელებს. 2023 წელს, სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურმა, განაცხადის საფუძველზე, სათესლე და სარგავი მასალის 27 მწარომებელი კომპანია შეამოწმა, რომელთაგანაც 8 სერტიფიცირების პროცესში ჩაერთო.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად,მხოლოდ კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრში რეგისტრირებული სანერგე მეურნეობა არის უფლებამოსილი, საკუთარი სტანდარტული კატეგორიის ნერგის (CAC სტანდარტის) შესაბამისი პროდუქცია განათავსოს ბაზარზე. კანონის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას.


2023 წელს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 49 სანერგე მეურნეობის დოკუმენტური და ფიტოსანიტარიული მდგომარეობა შემოწმდა. სათესლე მასალის 6 მწარმოებლის სასაწყობე მეურნეობაში ჩატარდა სათესლე მასალის საანალიზო ნიმუშების აღება; სარეალიზაციო სათესლე მასალიდან აღებულ 46 ნიმუშს ჩაუტარდა ლაბორატორული ანალიზი.


სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე და სარგავი მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. ამავე დროს, სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს.