შაბათი, ივნისი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ

23-01-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია, ფინეთში, ჰელსინკის MATKA 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.


ნორდიკულ ქვეყნებს შორის უდიდეს  ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან  ერთად თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ტურისტულიკომპანიები  მონაწილეობდნენ.


საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ფინეთში საქართველოს საელჩო.


MATKA 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.  საქართველოს ტურისტული მიმართულებით ფინურთან ერთად სკანდინავიური ქვეყნების ტურისტული კომპანიებიდაინტერესდნენ.


ჰელსინკის 3 დღიან ტურისტულ გამოფენას 70-მდე ქვეყნიდან  50 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.  გამოფენაზე 850 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.