გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გურამ მაჭარაშვილი: აუცილებელია, როგორც „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, ასევე, 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება

23-01-2024

„აუცილებელია, როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის, „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, ასევე, 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და ამ მხრივ, იმდროინდელი ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ არსებულ კითხვებს ეხება, კიდევ ერთხელ განმარტა.


„2008 წლის ომის გამოძიება და „ნაცმოძრაობის“ გასამართლება აუცილებელია, მით უფრო, იმ ფონზე, რომ როგორც სტრასბურგში, ასევე - ჰააგაში, საქართველოს სახელმწიფომ ყველა დავა მოიგო. ანუ, ის, რომ სახელმწიფო გამართლდა, ქართული ჯარი გამართლდა, უკვე მიღწეულია. ახლა დადგა დრო, რომ ყველამ პასუხი აგოს ნებისმიერ იმ სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც, შეიძლება, 2008 წლის ომში ყოფილიყო ჩადენილი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.


დეპუტატმა ისაუბრა უკრაინის შესახებაც, რომელსაც საქართველოს მოწინააღმდეგე ძალები ხოტბას ასხამენ და საქართველოზე დაწინაურებულად მიიჩნევენ, იმ ფონზე, როცა უკრაინაში ომია.


„გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები უცხოეთში აკეთებინებენ განცხადებას, რომ თურმე საქართველო უკრაინას ჩამორჩა. უკრაინა, სამწუხაროდ, „დაწინაურებულია“ ომით, დაკარგული ტერიტორიებით, ასობით ათასი უკრაინელის დაღუპვით, რამდენიმე მილიონი დევნილითა და ბუნდოვანი მომავლით. თუ ეს არის დაწინაურება და წინსვლა, ამაზე საქართველოს საზოგადოება უარს ამბობს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.