გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დავით ქართველიშვილი: დღეს რაც ხდება ამ ჩინურ-ტაივანურ თემასთან დაკავშირებით, არის ქართული სირცხვილი, თუმცა ასახსნელი სირცხვილი - არ შეიძლება ყველა ფულს მოკიდო ხელი

23-01-2024

„როდესაც ვეცადეთ, გამჭვირვალობის ქვეშ დაგვეყენებინა პროცესები, რომლებიც მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში, ამერიკიდან დაწყებული, ყოველთვის იწვევდა საზოგადოებრივ ინტერესს და ნებისმიერი ხელისუფლების დროს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში შედიოდა, ჩვენთან ეს პროცესი დაიბლოკა,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, ამერიკაში არსებობს კიდევ ერთი საინტერესო კანონი, რომლის გამოცდილების გაზიარება საქართველოს წაადგება.

 

„ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს კიდევ ერთი საინტერესო კანონი, რომელსაც ხვალ თუ არა ზეგ კიდევ ერთ რუსულ კანონად შერაცხავენ, ეს არის ე.წ. ვურჰისის აქტი, რომელიც არის ფედერალური კანონი და ავალდებულებს სახელმწიფოს სპეციალურ სარეგისტრაციო რეესტრში აიყვანოს ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ან იმართებიან, ან ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან საერთაშორისო სახელმწიფოების, ორგანიზაციების, ან უცხო ქვეყნის გავლენიანი მოქალაქეების მხრიდან. ეს ფედერალური კანონი 1940 წლიდან მოქმედებს ამერიკაში და ძალიან საინტერესოა იმისთვის, რომ ჩვენ განვიხილოთ მისი გამოცდილება და გავითვალისწინოთ, მომავალში მაინც, საქართველოში მისი ამა თუ იმ ნორმატიული აქტის სახით გადმოტანის შესაძლებლობა. თუნდაც იმ 2008 წლის მოვლენებში, თუ რომელი ქვეყნის, რომელი სახელმწიფოს ან რომელი ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაცია, ან რომელი ქვეყნის გავლენიანი პირი პირდაპირ აკონტროლებდა ან ზეგავლენას ახდენდა იმდროინდელი მმართველი რეჟიმის ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაზე, ჩვენთვის არის თეორიულ დონეზე ცნობილი და ჩვენ ეს ფაქტობრივად უნდა გამოვიკვლიოთ ბოლომდე, იმიტომ, რომ გვაქვს უამრავი მოწმის ჩვენება - ზოგი ამბობს, ჩვენ ვაფრთხილებდით აქამდე არ მიიყვანოთ საქმე, ზოგი ამბობს, რომ ვუთხარით, მაგრამ არ დაგვიჯერეს და ა.შ ყველა გამოსაკითხია, ვინც ცოცხალია და შეუძლია ჩვენების მიცემა და ამ თემის რეანიმირება. დღეს რაც ხდება ამ ჩინურ-ტაივანურ თემასთან დაკავშირებით, არის ქართული სირცხვილი, თუმცა ასახსნელი სირცხვილი - არ შეიძლება ყველა ფულს მოკიდო ხელი, იქნება ის ტაივანური დოლარი თუ ჰონკონგის დოლარი,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

ის ასევე შეეხო ტაივანში გამართულ არჩევნებს და გარკვეული პარალელები გაავლო საქართველოსთან დაკავშირებით. „ამ დღეებში მოხდა საინტერესო ფაქტი ტაივანში, დასრულდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო დე-ფაქტო არჩევნები და სეპარატისტული კუნძული შევიდა კოჰაბიტაციის პირობებში, როდესაც პრეზიდენტად ჰყავთ (პირობითად ვამბობ) სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის უმრავლესობაში არის „ოცნებისა“ და სოციალისტების გაერთიანება. ისინი აუცილებლად შევლენ სამართლებრივ და პოლიტიკურ კონფლიქტში. მაგრამ საინტერესო რა არის - ამ ფონზე, ტაივანის სახელმწიფო ცნო მსოფლიოს ცამეტმა სახელმწიფომ. აქედან, ამ არჩევნების შემდეგ ერთი გამოეყო - გაეროს წევრი ძალიან საინტერესო, ეგზოტიკური სახელმწიფო ნაურუ, რომელიც ხან ცნობს ჩვენს აფხაზეთს და ხან არა. მან იგივე გააკეთა ტაივანთან მიმართებით. შესაბამისად, დარჩა 12 სახელმწიფო, ეტყობა 13 უნდა შენარჩუნებულიყო და ამ მეცამეტე გამოსული წევრის ადგილი დაიკავა ხიდაშელისა და უსუფაშვილის წყვილმა - ნაურისკენ მიმავალი თანხები გადმოვიდა მათ არასამთავრობო ორგანიზაციაში,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.