გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

23-01-2024

2024 წლის 23 იანვარს, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ანა ლიბერგთან.


შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ერიკ ილესი, შვედეთის ელჩის მოადგილე/განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში.


მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტებზე.


ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა განვითარების სფეროში შვედეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის.


შეხვედრისას მან შვედ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და სამომავლო პრიორიტეტები.


შვედეთის ელჩმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა. მან მზაობა გამოხატა, ახალ პოსტზე მუშაობისას, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას.


შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში ფინანსდება ისეთი სფეროები, როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება.