გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: დადგა დრო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმე იყოს გამოძიებული

23-01-2024

რატომ ითხოვს „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის გასამართლებას, ამ თემაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა და ის სამი მიზეზი დაასახელა, რომელიც მოთხოვნას დაედო საფუძვლად. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ „ხალხის ძალას“ საკითხი აქამდეც არაერთხელ წამოუჭრია და ამისთვის სხვადასხვა ფორმას მიმართა. ამჯერად კი, ეს მოთხოვნა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაფიქსირდა.

 

„არაერთხელ დაგვიანონსებია ეს საკითხი, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან, სპეციალური განცხადებების მეშვეობით, რატომ დღეს - ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. რატომ აქამდე არა - ამაზე პასუხი არაერთხელ გაგვიცია, იმიტომ, რომ სანამ საერთაშორისო სასამართლოებში მიდიოდა გამოძიება, ჩვენს მოთხოვნას შესაძლოა ხელი შეეშალა პროცესებისთვის. სამი საერთაშორისო სასამართლოდან ერთში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოიგო დამაჯერებლად და მოიგო თითოეულმა მოქალაქემ, როგორც ინდივიდუალური, ასევე სახელმწიფოს სახელით შეტანილი საჩივრები. მეორე საქმე, რომელიც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში იქნა შეტანილი, ასევე მოვიგეთ და მესამე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ შეიტანა, სანამ ჩვენ მოვიდოდით, მანამდე დამთავრდა საქართველოს დამარცხებით, იმიტომ, რომ მტკიცებულებები არ წარადგინა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ჩვენ რომ ვყოფილიყავით ხელისუფლებაში იმ პერიოდში, ბუნებრივია, ეს საქმეც იქნებოდა მოგებული.

 

დღეს დადგა დრო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმე იყოს გამოძიებული ბევრი მიზეზის გამო: პირველი, არ მოისვენებს ნაციონალური მოძრაობა და არ მოასვენებს ამ ქვეყანას, სანამ მისი გასამართლება არ მოხდება; მეორე იმიტომ, რომ არ ვიქნებით მართლები არც საქართველოს მოსახლეობის, არც ჩვენი დევნილების, ისტორიის და გარდაცვლილი გმირების სულის წინაშე და არც რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მოკლული საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების სულების წინაშე, რომლებიც ამ ომს შეეწირნენ, თუ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული და მესამე და მთავარი - ვხედავთ, მსოფლიოში ესკალაცია უფრო და უფრო მეტად იზრდება. თუ ვერავინ წარმოიდგენდა 2 წლის წინ, რომ უკრაინის ომი შეიძლებოდა 2024 წელში გადასულიყო, ახლა ვერავინ ამბობს, როდის დასრულდება. ისრაელი უკვე ღიად ამბობს, რომ მოხდება თავდასხმები ჰესბოლასა და ლიბანის წინააღმდეგ. რაღაცნაირად ფართოვდება კონფლიქტების არეალი და შესაბამისად, საფრთხე, რომ საქართველოს ჩართვა მოხდეს ომში, არ შემცირებულა. ამას შიგნით „ნაციონალური მოძრაობა“ და უცხო ქვეყნების სხვა აგენტურა, ასევე, გარედან ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაუძინებელი მეგობრები არაერთხელ აჟღერებენ ხოლმე, ოღონდ ახლა უფრო შეფარვით და ღიად ვერ ბედავენ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.