გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა

24-01-2024

2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა.


ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი მაისი.


„მომსახურების სააგენტოს ცნობით, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი მაისი.


აღნიშნული პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდებიან.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 1272“, - ნათქვამია ინფორმაციაში.